რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიქტორ ორბანის პრორუსულ განცხადებას ეხმიანება

REUTERS/Laszlo Balogh

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პრორუსულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში გააკეთა. 

ორბანმა თქვა, რომ დასავლეთი პუტინთან მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეს. 

"ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ რუსებთან ჩვენს ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რათა უკრაინას უსაფრთხოება და სუვერენიტეტის დაცვა უზრუნველვყოთ, მაგრამ არა NATO-ს წევრობა" - თქვა ორბანმა. 

ორბანის თქმით, ყირიმის უკრაინის საზღვრებში დავრუნება სრულიად არარეალისტურია. კარლსონთან ინტერვიუში უნგრეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.

ორბანის განცხადებების პასუხად უკრაინის საგაეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ თქვა, რომ მათ ბოლო დროს დააფიქსირეს ორბანის აქტიური ლობირება უკრაინისთვის სამხედრო დახმარებების მიწოდების საკითხზე.

"ჩვენ არ ვიცით უნგრეთში როგორაა, თუმცა უკრაინა თავისი ტერიტორიებით და სუვერენიტეტით არ ვაჭრობს. მსოფლიო არ ივაჭრებს. რუსეთის ხელისუფლება აუცილებლად აგებს პასუხს უკრაინელებისთვის მიყენებულ ყველა ზიანზე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ადვოკატს დაიქირავებენ" - თქვა ნიკოლენკომ. 

ამავე ინტერვიუში ტაკერ კარლსონთან ორბანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ თავდასხმას TurkStream-ის ბუნებრივი აირის მილსადენზე ტერორისტულ აქტად აღიქვამენ. 

კომენტარები