საქართველო-ევროკავშირი

ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ, რუსული პარტია იქნება გასაშვები – ხაბეიშვილი

შარლ მიშელის ინიციატივას ევროკავშირის გაფართოებაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა.

"ევროკავშირი არის ისე ახლოს, როგორც არ ყოფილა არასდროს და ჩვენდა სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტია საბოტაჟირებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

რაც შეეხება მიშელის განცხადებას, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია არის მოსაშორებელი. მინიშნებები რომელიც კეთდება მათ შორის დასავლეთიდან, პირდაპირ მიანიშნებს ერთ რამეზე, ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ, რუსული პარტია იქნება ქართველი ხალხის გასაშვები". - ამბობს ხაბეიშვილი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს სლოვენიაში გამართულ ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა და მას "გაბედული ნაბიჯის" გადადგმისაკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი და მასში გაწევრიანების მსურველები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.

დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფო - ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი ამჟამად ბლოკში გაწევრიანების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არიან. გასულ წელს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინას მიენიჭათ. ამ სახელმწიფოებთან ერთად მიშელმა ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მომლოდინე საქართველოს შესაძლებლობებზეც ისაუბრა.

კომენტარები