სიკვდილით დასჯა ერაყში

ერაყში ჩამოახრჩვეს 3 პირი, რომლებსაც ბრალად 300-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა ედებათ

2016 წლის აფეთქების შედეგად მგლოვიარე ერაყელი ქალები
AFP VIA GETTY IMAGES

ერაყში 3 ადამიანი ჩამოახრჩვეს. ისინი 2016 წელს ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანის სიკვდილსა და ასობით ადამიანის დაშავებაში იყვნენ ბრალდებულნი. 2003 წელს აშშ-ს შეჭრის შემდეგ, ეს ქვეყანაში ერთი ბომბის აფეთქების შედეგად ყველაზე დიდი მსხვერპლის გამომწვევ თავდასხმად არის შეფასებული.

პრემიერმინისტრის მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისის წარმომადგენლის ცნობით, ბრალდებულები სიკვდილით 27 ან 28 აგვისტოს დასაჯეს. სამთავრობო წყარომ საფრანგეთის მედია სააგენტოს უთხრა, რომ სიკვდილმისჯილთა შორის იყო ღაზვან ალ-ზაუბეი, აფეთქების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

პრემიერმინისტრმა მსხვერპლთა ოჯახებს აცნობა, რომ "სასიკვდილო განაჩენი იყო კანონიერი სასჯელი, რომელიც მას შემდეგ განხორციელდა, რაც სამივე პირი აფეთქების მოწყობაში დამნაშავედ ცნეს".

2016 წლის 3 ივლისს ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრ კარადაში, ერაყის დედაქალაქში, შიიტური მუსლიმების რაიონში ააფეთქეს. ბევრი ადამიანი შენობაში აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.

კომენტარები