რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოფელი რობოტინე სრულად გაათავისუფლეს – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი 15 დეკემბერს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე
Sergei Supinsky/AFP/Getty Images

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სოფელი რობოტინე სრულად გაათავისუფლეს.

"უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინე სრულად გაათავისუფლეს. სამხრეთით შეტევაზე ვართ გადასული, ეს არის ჩვენი მთავარი შეტევის ხაზი. მტერი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში თავდაცვაზეა გადასული. რობოტინე სრულად გათავისუფლდა. ახლა ჩვენი ჯარები რობოტინეს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია-ტოკმაჩკას სამხრეთით მოძრაობენ". - თქვა მალიარმა. 

მალიარმა განმარტა, რომ საუბარია ნოვოდანილოვკას და ნოვოპროკოპოვკას, ასევე მალაია ტოკმაჩკასა და ოჩერეტოვატის მიმართულებებზე.

მიუხედავად მტრის სასტიკი წინააღმდეგობისა, ეს ის მიმართულებებია, რომლითაც ახლა ჩვენი ძალები წინ მიიწევენ". - აღნიშა მან. 

მალიარმა ასევე დასძინა, რომ უკრაინელმა ჯარებმა ბახმუტის მიმართულებით 1 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.

კომენტარები