რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი უკრაინისთვის "მძლავრ სექტემბერს" აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აქტიურ კომუნიკაციებს, მათ შორის "გლობალურ სამხრეთთან" და ამ მიმართულებით "მძლავრ სექტემბერს" აანონსებს.

"უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მზადება უკვე დაიწყო. ჩვენი საერთაშორისო აქტიურობა ამ კვირის აქტიურობას არ ჩამორჩება". – წერს ზელენსკი საკუთარ ტელეგრამზე.

ზელენსკის თქმით ყველა პარტნიორი ინფორმირებულია უკრაინის სამხედრო საჭიროებებზე და გადაწყვეტილებებს ელიან. ამას გარდა, მისივე თქმით, გაგრძელდება უკრაინის უსაფრთხოებაზე მუშაობა და მალე, ამ მიმართულებით გასამართი მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ჩაერთული იქნებიან ახალი ქვეყნებიც.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამზადებენ საერთაშორისო ღონსიძიებებში უკრაინის მონაწილეობასაც, კერძოდ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებისთვის. ზელენსკის თქმით, აპირებენ უკრაინული "რბილი ძალის" გაფართოებას. 

ამას გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა განვითარებად ქვეყნებთან ახალი დიალოგების დაგეგმვაზეც.

"უკრაინას გლობალური სამხრეთი მოუსმენს. ვამზადებთ ახალ კომუნიკაციას... გაერთიანებული მსოფლიო აგრესორზე ძლიერია. სექტემბერში ერთიანობა უფრო გაიზრდება". – აღნიშნა ზელენსკიმ.

გლობალური სამხრეთი არის ნეოლოგიზმი, რომლითაც მსოფლიო ბანკი გულისხმობს დაბალი ან საშუალო შემოსავლის ქვეყნებს აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვაში.

კომენტარები