უბედური შემთხვევა საგარეჯოში

საგარეჯოში ავარიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა – დაშავდა 7 ადამიანი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ მანავში მოხდა. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა მოცურდა, რის შემდეგაც სხვა ავტომანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა. დაშავდა 7 მგზავრი.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

 

 

კომენტარები