უკრაინა-დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ბირთვული საწვავის შესაძენად 245 მილიონ დოლარს გამოყოფს

REUTERS/Gleb Garanich

დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრის, გრანტ შაპსის თქმით, უკრაინისთვის ბირთვული საწვავის შესაძენად 245 მილიონ დოლარს გამოყოფს

რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად უკრაინის ენერგეტიკა დაზიანებულ ბირთვულ სადგურებზე დამოკიდებული გახდა. აღნიშნული თანხა სხვადასხვა მომწოდებლის, მათ შორის ბრიტანული კომპანიებისგან, საწვავის შეძენას მოხმარდება. 

"ეს გარანტიაა, რომ ჩვენ დავეხმარებით უკრაინას და უზრუნველვყოფთ, რომ საწვავი მომავალში რუსეთიდან აღარ შემოდიოდეს" - თქვა დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრმა გრანტ შაპსმა. 

კომენტარები