ქუვეითი

ქუვეითის მთავრობა საპენსიო ფონდს 8.1 მილიარდი დოლარის ღირებულების მიწას გადასცემს

Shutterstock

21 აგვისტოს ქუვეითის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ქუვეითის საპენსიო ფონდს სამინისტრო 8.1 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების მიწას ინვესტიციის სახით გადასცემს

სამინისტროს თქმით, გადაწყვეტილება პენსიონერების დასახმარებლად და ფონდის ფინანსური და ეკონომიკური პოზიციების სტაბილურობისთვის მიიღეს. 

ქუვეითის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მიწის გადაცემის პროცესი უკვე მიმდინარეობს. ქუვეითის სოციალური უსაფრთხოების ფონდის საჯარო ორგანოს სულ 842 000 კვადრატული მეტრი მიწა გადაეცემა. 

კომენტარები