მიმი

ინტერნეტ მიმების ცნობილი პერსონაჟი, ძაღლი ბოლცი მოკვდა

ინტერნეტ მიმების ცნობილი პერსონაჟი, ძაღლი ბოლცი მოკვდა. სიკვდილის მიზეზი ლეიკემია გახდა, რომელიც ძაღლს ვეტერინარებმა 2022 წელს დაუდგინეს.

ბოლცი ერთი წლის ასაკში ჰონგ კონგში ოჯახმა აიყვანა. 2010 წელს გადაღებული ფოტო ინტერნეტ სენსაცია გახდა. 2013 წელს ბოლცის ფოტო წლის ტოპ მიმად დასახელდა. ონლაინ სივრცეში ძაღლის მეტსახელები იყო დოგე, ჩიმსი.

"ნუ დასევდიანდებით. გთხოვთ დაიმახსოვროთ ის მხიარულება და სიკეთე, რომელიც ბოლცმა თავისი მიმებით შემოიტანა ამ სამყაროში". – წერენ ძაღლის პატრონები.

ბოლცის ფოტო, რომელიც ინტერნეტ სენსაცია გახდა

 

კომენტარები