ავატოსაგზაო შემთხვევა

სადისტრიბუციო მიკროავტობუსი მანქანას და სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა, დაშავდა 5 პირი

Tabula

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

სადისტრიბუციო მიკროავტობუსის მძღოლმა თავდაპირველად მანქანასთან შეჯახების შემდეგ საჭის დამორჩილება ვერ მოახერხა და ზუგდიდი-სენაკის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს დაეჯახა. 

ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტრო უდასტურებს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები