ხანძარი ესპანეთში

ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე გაჩენილი ხანძრის გამო 5 სოფელი ევაკუირებულია

არრატე, ჩივისაია, მედია მონტანა, აჯაფონია და ლას ლაგუნეტასი ევაკუირებულია

ესპანეთის კუნძულ ტენერიფეზე გაჩენილი ხანძრის გამო ევაკუირებულია 5 სოფელი: არრატე, ჩივისაია, მედია მონტანია, აჯაფონია და ლას ლაგუნეტასი.

ხანძარი დაახლოებით 8 კვ/კმ (800 ჰექტარი) ფართობზე გავრცელდა, ის 15 აგვისტოს, საღამოს კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ნაკრძალში გაჩნდა.

ესპანეთის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მეორადი ხანძრის კერა 16 აგვისტოს გაჩნდა.

ხანძარს ვერტმფრენებით ებრძვიან. ის ძირითადად კანდელარიასა და არაფოს რაიონებში, ტყეებსა და ხევებში ვრცელდება, რის გამოც მეხანძრე-მაშველებისთვის სამუშაოები რთულდება.

ტენერიფეს საბჭოს პრეზიდენტი, როზა დავილა ამბობს, რომ ვერტმფრენის გამოყენება აუცილებელია, რადგან ტერიტორია ციცაბოა.

"ცეცხლს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, ჩვენ ვითხოვეთ დამატებითი საშუალებები" - თქვა მან ადგილობრივ რადიოსთან საუბრისას.

17 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, ტენერიფეს სამხრეთ და ჩრდილოეთ აეროპორტებში მუშაობის შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები