რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთმა 350 მილიონი ევროს ღირებულების სანქცირებული რუსული აქტივები გაყინა

ჩეხეთის პრემიერმინისტრი, პეტრ ფიალა და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

ჩეხეთში რუსეთის მოქალაქეების სანქციებს დაქვემდებარებული, გაყინული აქტივების ჯამური მოცულობა 347.36 მილიონი ევროა. ამის შესახებ უკრაინაში ჩეხეთის ელჩმა, რადეკ მატულამ ისაუბრა.

ჩეხეთის ელჩის თქმით, რომ ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად აკვირდებიან ინფორმაციას იმ რუსეთის მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სანქციებს ექვემდებარებიან. ამავდროულად, მატულამ კიევს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაში პრაღის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მიმდინარე წლის მარტში ჩეხეთის პრემიერმა, პეტრ ფიალამ გამოაცხადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების ასობით მილიონი კრონის ღირებულების აქტივები გაყინა, რომლებიც ექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს.

ივნისში კი ევროკავშირმა დაასკვნა, რომ მას არ შეუძლია ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების კანონიერად კონფისკაცია. ამის შემდეგ ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა ამ აქტივების სარგებლობით მიღებული მოგების ჩამორთმევის გეგმაზე.

ევროკომისიის წინადადება ევროკავშირის ტერიტორიაზე გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ სექტემბრამდე არ გამოქვეყნდება.

კომენტარები