ირაკლი ქარსელაძის განცხადება

მინისტრი რიკოთზე: კვლევებით არ ვლინდება, რომ გზის მშენებლობას ზეგავლენა ჰქონდა ნაგებობებზე

სამუშაოების დაწყებამდე ხდება ყველა პოტენციური მდებარეობის, მათ შორის სახლების და სხვა ნაგებობების შესწავლა და შესაბამისი ნიშნულების განთავსება იმდაგვარად, რომ თუკი რაიმე ზემოქმედება იქნება, თვალნათლივ იყოს პროცედურების დაცვით ნაწარმოები... შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შედეგად, არ ვლინდება, რომ გზის მშენებლობას რაიმე ზეგავლენა ჰქონდა ამ ნაგებობების მდგომარეობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ტიპის ზეგავლენა დადასტურდება, ბუნებრივია, ამისთვისაც არის შესაბამისი პროცედურა, რა პროცესშიც ხდება ან კომპენსაციების, ან განსახლების ან სხვა ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც მკვეთრად დადგენილია. იქ, სადაც დასრულებულია სამუშაოები, დადგენილია, რომ ზემოქმედება არ არის, იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები, გრძელდება მონიტორინგი და თუ დადგინდება, რომ რაიმე ზეგავლენა ჰქონდა, ერთვება შესაბამისი პროცედურა, რომელიც ამ შედეგების შემდგომ განვითარებას უკავშირდება.  

თქვა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები