რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეს ოლქზე დრონებით თავდასხმას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 12

გასული ღამის განმავლობაში ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორიხივზე რუსი სამხედრო ძალების საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა.

დაბომბვის შედეგად გარდაცვლილი 31 წლის პოლიციის კაპიტანია. ასევე, დაშავებულთა შორის ოთხი სამართალდამცველია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქს შაჰიდის ტიპის ხუთი დრონით დაესხა თავს. მათგან სამი უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემამ გაანეიტრალა.

კომენტარები