რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზაპოროჟიეში რუსი სამხედროების საჰაერო იერიშს 1 ადამიანი ემსხვეპლა, დაშავებულია 9

რუსი სამხედროების მიერ უკრაინულ ქალაქ ზაპოროჟიეში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავებულია. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთმა ტერორისტული თავდასხმის ობიექტად კვლავ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა აარჩია, არანაირი სამხედრო სამიზნე. თავდასხმის დროს ამ ტერიტორიეზე საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო". - წერს ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულები ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, ორი მაღალსართულიანი კორპუსი. ამ ტერიტორიაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები