საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში

ავსტრიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც საზღვარზე მიგრანტები გადაჰყავდა

 Schulter Christian

ავსტრიის სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც ავსტრია-უნგრეთის საზღვარზე ოცამდე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

სასაზღვრო პოლიციამ, რომელიც აქტიურად ებრძვის არალეგალურ მიგრაციას, რუტინული შემოწმების მიზნით ფურგონი გააჩერა, რომლის მძღოლი გაიქცა. შემდგომში ცნობილი გახდა, რომ მძღოლი ეროვნებით ქართველი იყო, ხოლო ფურგონში ოცზე მეტი ადამიანი იჯდა, მათ შორის ქალები და ბავშვები. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ჭაობში დამალული მძღოლი შვეულმფრენის მეშვეობით შენიშნეს.

გამოძიების ვარაუდით, ქართველი მძღოლის დაკავების მიზეზი მისი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია გახდა. დაკავებულ პირს ეგონა, რომ ამ კონკრეტული მხრიდან საზღვარი დაუცველი იქნებოდა და შესაბამისად, ავსტრიაში შესვლას შემოწმების გარეშე მოახერხებდა.  

კომენტარები