რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელარუსში უკრაინის საზღვართან ახლოს ვაგნერელების კარვების ქალაქი შენდება

ვაგნერის მებრძოლები დონის როსტოვში
Reuters

ბელარუსის სოფელ ზიაბრავკასთან, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს, ვაგნერის მებრძოლებისთვის საცხოვრებელი კარვების ქალაქი შენდება. ქალაქში დაახლოებით 1000 მებრძოლი განთავსდება. 

ინფორმაციას ზიაბრავკასთან ვაგნერელების კარვების ქალაქის მშენებლობის შესახებ უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი (NRC) ავრცელებს. მათი ვარაუდით, ვაგნერელების ბანაკი მომავალში დივერსიების მოწყობისთვის იქნება გამოყენებული. აღნიშნული კარვების საცხოვრებელი ბანაკი ჩერნიხოვის ოლქს ესაზღვრება. 

კომენტარები