უბედური შემთხვევა ბორჯომში

ბორჯომში, მდინარე მტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა და 60 წლამდე კაცის ცხედარი საჯომარდო ბანაკიდან შენიშნეს. 

კომენტარები