რუსეთ-საქარათველო

პრეზიდენტი: თუ სახელმწიფო გვინდა, ერთმანეთის ნაცვლად ერთად უნდა ვებრძოლოთ საერთო მტერს

ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი გადაიხადეს რაჭაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის, ისინი, ვინც შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მათთვის ლოცვა, რომ შეიძლება დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და ამავდროულად 2008 წლის ომში საქართველოსთვის დაღუპულთათვის. გაერთიანება ამ ორი ტრაგედიის, რომლებიც აგვისტოში მოხდა, შეიძლება თანხვედრა არ არის ბოლომდე. ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა. ასევე, განრისხებული ბუნებაც გვებრძვის და იმის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება.

ისეთი განცხადებები ისმის, თუ დაწერილი სოციალურ ქსელში, თუ წამოძახილი, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისა და საქართველოსთვის. ჩვენ თუ გვინდა ის დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ადამიანები, რომლებიც აქ [მუხათგვერდის სასაფლაო] განისვენებენ, ჩვენ თუ ეს დამოუკიდებლობა ნამდვილად გვინდა, თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს, არა ერთმანეთს.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები