ე.წ ისლამური სახელმწიფო

ე.წ. ისლამური სახელმწიფო ლიდერის სიკვდილს ადასტურებს და მის შემცვლელს ასახელებს

Stringer/Reuters

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ლიდერი აბუ ჰუსეინ ალ-ჰუსეინი ალ-კურაიში მოკლეს, რამაც დაჯგუფებაში ხელმძღვანელის ცვლილება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ისლამური სახელმწიფოს სპიკერი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ახალი ლიდერი აბუ ჰაფს ალ-ჰაშიმი ალ-კურაიში იქნება.

ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული დაუთარიღებელი ჩანაწერი ექსტრემისტული ძალების პირველი ოფიციალური განცხადებაა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მისი სადაზვერვო ძალების მიერ ISIS-ის ლიდერის მოკვლის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა. 

აბუ ჰუსეინ ალ-ჰუსეინი ალ-კურაიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი 2022 წლის ნოემბერში გახდა, მას შემდეგ რაც მისი წინამორბედი ასევე სირიაში მოკლეს. 

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მეამბოხეებს სირიასა და ერაყზე იერიშები კვლავ მიაქვთ. ამასთან, აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიცია ქურთების მეთაურობით მოქმედ ალიანსთან ერთად, რომელიც ცნობილია როგორც სირიის დემოკრატიული ძალები (SDF), თავდასხმებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებს. 

კომენტარები