ე.წ ისლამური სახელმწიფო

ანკარაში ISIS-თან კავშირის ბრალდებით 14 პირი დააკავეს 

ანკარაში ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ეჭვმიტანილი 14 პირი დააკავეს. ამის შესახებ Alarabiya უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, რეიდები რამდენიმე მისამართზე ჩატარდა. ყველა დაკავებული უცხოელია.

ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ისინი თურქეთში 24 ივნისისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.

თურქეთში ბოლოს ISIS-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი სტამბოლში 2017 წელს, ახალი წლის ღამეს მოხდა. აფეთქებას მაშინ 39 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები