ეს იყო პროვოკაცია. როდესაც შემოდის რუსეთიდან ადამიანი და ჟურნალისტი დასდევს, კითხვებს უსვამს ამ თემაზე, ეს ხომ თავისთავად უკვე პროვოკაციაა? სერბეთში რომ ჩავიდნენ ფრანგი, გერმანელი და ამერიკელი ტურისტები და მათ რომ გაეკიდოს ჟურნალისტი და კითხვა დაუსვას კოსოვოსთან დაკავშირებით, ნახევარზე მეტი გეტყვით, რომ კოსოვო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის სერბეთის ნაწილი. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს გერმანელი, ფრანგი და ამერიკელი ტურისტები ცუდი ადამიანები არიან - რაც უთხრეს, იმას იმეორებენ. ეს არის რეალობა, მაგრამ როგორც კი ჟურნალისტი გაეკიდება ამ ადამიანებს და დაუსვამს ამ კითხვებს, მერე ამას აშუქებს, ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია, ეს არის ნაცმოძრაობის პროვოკაცია. მხოლოდ ის ტელევიზიები აკეთებდნენ ამას, რომლებიც ეკუთვნის ნაცმოძრაობას.
საქართველო-რუსეთი
კობახიძე: პროვოკაციაა, როცა რუსეთიდან შემოსულს ჟურნალისტი დასდევს და კითხვებს უსვამს
tbl.ge/6gfn
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმში ხომალდ Astoria Grande-თი რუსი ტურისტების შემოსვლაზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- ზახაროვა: საქართველომ, EU-ს უხეში ზეწოლის მიუხედავად, მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია
- სებ-ს ჰქონდა რეაგირება, დანარჩენი საინტერესო არაა – კობახიძე სანქცირებულ კომპანიებზე
- UK-ის მიერ სანქცირებულ კომპანიებზე დაწყებულია გამოძიება, დაკავებულია 1 პირი - საგამოძიებო
- რუსულ სავაჭრო ბირჟებზე ფოკუსირებულ 3 ქართულ კომპანიას ვასანქცირებთ – ბრიტანეთი
- ოლისოვი შიო III-ს: ვიმედოვნებ, ხელს შეუწყობთ რუსეთ-საქართველოს ეკლესიათა კავშირის გამყარებას




