რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: პუტინს არ შეუძლია ჩვენი პორტების დაკავება, ჩვენ მის მთელ ფლოტს ჩავძირავთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ოდესის პორტებზე სარაკეთო თავდასხმებს გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, დაიკავონ უკრაინის პორტები და სწორედ ამიტომ არიან ოკუპანტები გადასული სარაკეტო თავდასხმებზე.

"ადეკვატურია თუ არა, რომ ადამიანი თავს ესხმის პორტებს? მოდით, ამაზე ვისაუბროთ. პუტინს არ შეუძლია, მოახდინოს პორტების ოკუპაცია. ანუ, ეს არ არის სამხედრო ქმედება. ეს ომზეც კი არაა. მას არ შეუძლია ჩვენს პორტებში დადგომა. შეუძლებელია. მას ამის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ უბრალოდ ჩავძირავთ მთელ მის ფლოტს, თუ ის ჩვენთან ახლოს მოვა. მან ეს კარგად იცის და ორიენტირებას ახდენს".  – ამბობს ზელენსკი.

18 ივლისს, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამის შემდეგ, გახშირდა რუსეთის მიერ უკრაინის პორტებზე სარაკეტო თავდასხმები. 26-27 ივლისის ღამით რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც დაცვის თანამშრომელი დაიღუპა.

კომენტარები