რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა ძალებმა ბელგოროდის ტერიტორიიდან ხარკოვზე იერიში მიიტანეს, დაშავდა 1 ადამიანი

უკრაინის სახელმწიფო სასწრაფო დახმარების სამსახური

რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან С-300 ტიპის რაკეტებით ხარკოვზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პროკურატურის სპიკერი, დმიტრო ჩუბენკო ავრცელებს

"რუსმა ოკუპანტებმა 00:00 საათზე ბელგოროდის ოლქის ტერიტორიიდან ჩვენი ოლქისკენ გაუშვეს С-300 რაკეტები". - წერს ჩუბენკო. 

მისივე თქმით, რაკეტა ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონში მდებარე კომერციული ბიზნესის საწყობებს მოხვდა. გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

მოგვიანებით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში დააზუსტეს, რომ საწყობის შენობა ნაწილობრივ დაინგრა, ხოლო დაშავებული კომპანიის დაცვის თანამშრომელი აღმოჩნდა.

ამასთანავე, სარაკეტო იერიშის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელმაც 200 კვადრატული მეტრი დაფარა. 

გარდა ამისა, კიდევ ერთი რაკეტა სოფელ ველიკიი ბურლუკში, კერძო სახლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ჩუბენკოს თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

კომენტარები