რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე პოლიციის შენობაზე დრონით იერიში მიიტანეს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი ავრცელებს ცნობას, რომ ტრუბჩევის რაიონში მდებარე პოლიციის შენობაზე დრონით იერიში მიიტანეს.

ბოგომაზის მტკიცებით, ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმა იყო.

ბრიანსკის გუბერნატორის თქმით, შემთხვევის შედეგად დაზიანდა შენობის ნაწილი, თუმცა არავინ დაშავებულა.

ამას გარდა, გასულ ღამეს დრონი ჩამოვარდა როსტოვის ოლქში მდებარე ერთ-ერთ სოფელშიც. ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა სხვადასხვა ტელეგრამ-არხებზე და ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბიოვმაც დაადასტურა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა მცირე კერძო ინფრასტრუქტურა და არავინ დაშავებულა.

კომენტარები