რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნება. ის თქვენთან დიალოგისთვის მზად არის. როგორც ყოველთვის, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ თქვენთან, ჩვენს მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციაში იყოს. ყველას გელოდებით, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ხმა მიაწვდინოთ და თქვენი მოსაზრებები გაუზიაროთ. ადვოკატების მეშვეობით, ის აუცილებლად მიიღებს ყველას გზავნილს და ყველას გიპასუხებთ. ოფისი სულ რამდენიმე დღეში მზად იქნება და დეტალებს გაგაგებინებთ.
tbl.ge/6gbi
დაკოპირდა

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ. საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სოფო ჯაფარიძე მისი წარმომადგენელი გახდა. სააკაშვილი ამბობს, რომ მის პირად განცხადებებსაც სოფო ჯაფარიძე გაავრცელებს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




