გერმანია

გერმანიაში ტრაილერის ქართველი მძღოლები გაიფიცნენ

Boris Roessler/dpa

გერმანიაში ქართველი ტრაილერის მძღოლები კვლავ გაიფიცნენ. ისინი პროტესტის ნიშნად გრაფენჰაუზენის სადგურზე გაჩერდნენ და გადაადგილებაზე უარს ამბობენ. ქართველ მძღოლებთან ერთად, სახელფასო დავალიანებას უზბეკი, ყაზახი, უკრაინელი და ტაჯიკი მძღოლებიც აპროტესტებენ, ისინი ანაზღაურებას პოლონურ კომპანია აგმაზისგან ითხოვენ

მძღოლების თქმით, ისინი რამდენიმე ათასი ევროს ანაზღაურებას ელიან, ზოგიერთი მათგანი გზაში თვეების მანძილზე იყო. გერმანული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად პოლონურმა კომპანიამ მოლაპარაკებები სცადა, თუმცა, ჯერჯერობით დავალიანების ანაზღაურება, ან ნებისმიერი ტიპის ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა.

ფრანკფურტის ერთ-ერთ ავტოსადგომზე პროტესტის ნიშნად 120 სატვირთო მანქანაა გაჩერებული. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლონური კომპანია აგმაზის თანამშრომლები არასათანადო მოპყრობის მიზეზით იფიცებიან. მანამდე, დაახლოებით 200-ზე მეტი მძღოლი, მათ შორის ქართველები, ხელფასების დაგვიანების მიზეზით აპრილშიც გაიფიცნენ.

კომენტარები