მიხეილ სააკაშვილი

კირთაძე აშშ-ს საელჩოზე: ქართული ოცნება აგრძელებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების დემონიზებას

ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე გამოეხმაურა ქართული ოცნების სპიკერებისა და სამთავრობო მედია იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით აშშ-ს საელჩოს თანამშრომელ ევა ენლიოტს ლობისტებისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ევალებოდა.   

"ქართული ოცნება აგრძელებს, მიზანმიმართული პროპაგანდით და შეკვეთილი სიუჟეტებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დემონიზებას. ზუსტად ეს გზა გაიარა პუტინის რუსეთმა, იგივე ხდებოდა ბელარუსში, ლუკაშენკოს პირობებში, იანუკოვიჩის უკრაინაში. იმ ფაქტორის, რომელმაც საქართველოს უსაფრთხოება უნდა დაიცვას საჭიროების შემთხვევაში, და იმ ძალის დემონიზება ხდება, დასავლეთისგან დაშორება, რომ ეს ქვეყანა, რუსეთის აგრესიის შემთვევაში, დაუცველი აღმოჩნდეს. ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რადგან გვტოვებს მარტო რეალური საფრთხის წინაშე". - თქვა კირთაძემ.

დღეს, 26 ივლისს აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით "მავნებლური ინფორმაცია", რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს, "ცრუ და უპასუხისმგებლოა".

კომენტარები