რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკომისიამ უკრაინას მორიგი ტრანშის სახით 1.5 მილიარდი ევრო გამოუყო

president.gov.ua

ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში მორიგი ტრანშის სახით 1.5 მილიარდი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან უკრაინაში მარცვლეულის შენახვისა და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს გმობს და აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.

"მტკიცედ ვგმობ რუსეთის დარტყმებს უკრაინული მარცვლეულის შენახვისა და ექსპორტის ინფრასტრუქტურაზე. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი განაგრძობს თავის სასტიკ ომს, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დღეს ჩვენ გამოვყავით მორიგი 1.5 მილიარდი ევრო, რათა დავეხმაროთ სახელმწიფოს ფუნქციონირებას და ინფრასტრუქტურის აღდგენას. კიდევ მეტი იქნება". - წერს ფონ დერ ლაიენი.

მაკროფინანსური დახმარების გეგმა ჯამში 18 მილიარდ ევროს მოიცავს. 3 მილიარდი ევროს ოდენობის პირველი ტრანში უკრაინამ იანვარში მიიღო.

კომენტარები