მკვლელობა ხონში

ხონში კაცი მოკლეს – დაკავებულია ერთი პირი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩაჯიხაიშში კაცი მოკლეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, შემთხვევა გუშინ, 24 ივლისს მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყოთ, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

 

კომენტარები