გარემოს ეროვნული სააგნტოს ინფორმაციით, 26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
სააგენტოს ცნობით, 26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურამ 27 ივლისს შესაძლოა, +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება.
აღმოსავლეთ საქართველიში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 25-26 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი იქნება. 28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.





