რუსეთი

მოსკოვში, სავაჭრო ცენტრში ცხელი წყლის მილის გახეთქვამ 4 ადამიანი იმსხვერპლა

მოსკოვში, კუტუზოვის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ცხელი წყლის მილის გახეთქვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათობით პირმა კი სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო.

სავაჭრო ცენტრში დასაქმებულებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ საგანგებო სიტუაციის შესახებ ახალი ამბებიდან შეიტყვეს და ევაკუაციაც ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან სიგნალიზაციამ არ იმუშავა.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავდა სულ მცირე 50 ადამიანი. უმეტესობას ფეხები აქვს დამწვარი. რამდენიმე ჰოსპიტალიზებულია.

RIA Novosti-ს ინფორმაციით, შენობაში დარჩენილია 18 ადამიანი, რომლებიც გამოსვლას ვერ ახერხებენ, თუმცა მაშველები ირწმუნებიან, რომ ისინი უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.

კომენტარები