რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად €22 მილიარდის ღირებულების ფონდს აფუძნებს

REUTERS/Piroschka van de Wouw/File Photo      

20 ივლისს საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი მომავალი ოთხი წლის განმავბლობაში უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად 20 მილიარდი ევროს ფონდს შექმნის.

ევროკავშირი ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში დააფუძნებს ფონდს, რომელიც უკრაინას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში წელიწადში 5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში ისაუბრა.

"ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება მოაბილიზეს. პარტნიორებთან ერთად ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ლეგიტიმურ უფლებას დაიცვას თავი რუსეთის აგრესიისგან." - წერს ბორელი.

კომენტარები