თურქეთი

საუდის არაბეთი თურქეთისგან დრონებს შეიძენს

 Saudi Press Agency/Handout via REUTERS

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტისას საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის დრონებით ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერა

Reuters-ის ცნობით, აღნიშნული კონტრაქტი მომგებიანია თურქეთისთვის მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე. 

შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა და თურქულმა კომპანიამ Baykar-მა. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტი ერდოღანი და საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი. 

ინფორმაცია არ ვრცელდება კონტრაქტში გათვალისწინებული დრონების რაოდენობისა და ფასის შესახებ. 

თურქეთსა და სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2021 წლიდან გაძლიერდა. 2021 წლამდე თურქეთი რეგიონში პროდემოკრატიულ მოძრაობებს უჭერდა მხარს. სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან უკანასკნელ წლებში გაზრდილი ინვესტიციები ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რაც 2021 წლიდან თურქეთს ეკონომიკური კრიზისის დასტაბილურებაში ეხმარება. 

საუდის არაბეთის შემდეგ ერდოღანი კატარს და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.

კომენტარები