შემთხვევა ლანჩხუთში

ლანჩხუთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

Guria Today 

ლანჩხუთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინფორმაცია თავდაპირველად გურიის რეგიონულმა გამოცემა გურია თუდეიმ გაავრცელა.  გამოცემას წერს, რომ მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა. მანამდე კორპუსთან ბუნებრივი აირის სუნი იყო, რის გამოც შესაბამისი ბინის ონკანი გადაიკეტა. 

 

კომენტარები