რუსეთი

კრასნოდარის ოლქის სანაპიროს მახლობლად, აზოვის ზღვაში რუსული Су-25 ჩამოვარდა

კადრი Су-25-ის ზღვაში ჩავარდნის ვიდეოდან. მარცხნივ ჩანს პილოტი, რომელმაც კატაპულტირება მოასწრო.

რუსეთის კრასნოდარის ოლქის სანაპიროს მახლობლად, აზოვის ზღვაში მოიერიშე თვითმფრინავი Cу-25 ჩამოვარდა.

რუსულ სამთავრობო მედიაში წერენ, რომ პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და მაშველებმა მისი ოპერატიულად ევაკუირება შეძლეს. შემდეგ რუსული სამთავრობო მედიების წყაროები ამბობდნენ, რომ ცდილობდნენ პილოტის რეანიმაციას. პარალელურად რუსულ ტელეგრამ-არხებზე, 112-სა და Mash-ზე წერენ, რომ პილოტი მოკვდა.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოკრუგის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა და შემთხვევის წინასწარ მიზეზად ძრავის გაუმართაობა დაასახელეს.

კომენტარები