რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამხრეთ კორეა უკრაინას $150 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, იუნ სუკ იოლი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევი, 2023 წლის 15 ივლისი.
Reuters

  სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა კიევში ვიზიტის დროს თქვა, რომ სამხრეთ კორეა უკრაინას სამხედრო მარაგებისა და ჰუმანიტარული დახმარების უფრო დიდ პარტიას გადასცემს.  ჯამში 2023 წელს 150 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გადასცემს.

2022 წელს სამხრეთ კორეამ უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება გადასცა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ითანამშრომლებს კიევთან ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. მისივე თქმით, მხარს დაუჭერენ შეღავათიანი სესხების გაცემასაც.  

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა. 

კომენტარები