რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონია უკრაინას დრონების დამაფიქსირებელ სისტემას გადასცემს

ფუმიო კიშიდა და იენს სტოლტენბერგი ვილნიუსის სამიტზე
REUTERS

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ, უკრაინის დახმარების ფარგლებში, კიევს უპილოტო საფრენი აპარატების ამომცნობ სისტემას გადასცემენ. ამ საკითხზე იაპონიის პრემიერმა NATO-ს ვილნიუსის სამიტზე ისაუბრა.

ამ წლის მარტში, როდესაც კიშიდა უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, თქვა, რომ იაპონია, NATO-ს ნდობის ფონდის შუამავლობით, არალეტალური აღჭურვილობისთვის 30 მილიონ დოლარს გამოყოფდა. ეს სქემა გამოყენებული იქნება დრონების დამაფიქსირებელი სისტემის მიწოდებისთვის.

ამას გარდა, 12 ივლისს სამიტზე იაპონიის პრემიერმა აღნშნა, რომ ევროპისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოება განუყოფელია. მან ასევე გამოთქვა საკუთარი სურვილი, რომ NATO-სა და 4 პარტნიორს: იაპონიას, სამხრეთ კორეას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის კავშირი გაძლიერდეს. 

კომენტარები