კიბერ თავდასხმა

რუსმა ჰაკერებმა უკრაინაში მომუშავე დიპლომატების კომპიუტერებში მანქანის რეკლამით შეაღწიეს

Teiss

რუსმა ჰაკერებმა უკრაინელი დიპლომატების კომპიუტერებში შესაღწევად BMW-ის მარკის მანქანების ფასდაკლების რეკლამები გამოიყენეს. Reuters-ის ცნობით, რუსულმა დაზვერვის სამსახურმა სამიზნეში ამოიღო უკრაინაში მომუშავე 22 დიპლომატიური მისია. არაა დადასტურებული, თუ რომელი საელჩოების თანამშრომლების კომპიუტერებზე განხორციელდა კიბერ თავდასხმა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის აპრილში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამშრომლის ელექტრონული ფოსტიდან გაიგზავნა რეკლამა მეორადი BMW-ის სედანის ტიპის მანქანის გაყიდვის შესახებ. 

პოლონელმა დიპლომატმა კიბერ თავდასხმაში მისი როლი დაადასტურა და ამბობს, რომ ის სატყუარად გამოიყენეს. დიპლომატი უსაფრთხოების რისკების გამო იდენტობის დამალვას ითხოვს. 

ჰაკერებმა, სახელით "Cozy Bear", პოლონელი დიპლომატის განცხადების ფლაერზე მიამაგრეს საჭირო პროგრამა და გააგზავნეს კიევში მომუშავე დიპლომატებთან. 

პოლონელი დიპლომატის თქმით, ჰაკერებმა მანქანის ფასი დააკლეს 7 500 ევრომდე და მანქანის ყიდვის მსურველებიც ამ ფასის შესახებ იყვნენ ინფორმირებული. 

კომენტარები