გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივლისამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 - 17 ივლისს კი დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. 16-17 ივლისს დასავლეთ საქართველიში ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.
ქ. თბილისში 12-14 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. დღის საათებში ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.





