ჩრდილოეთ კორეა-აშშ

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის წყლების სიახლოვეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

კორეის სახალხო არმიის მიერ Hwasong-18-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩრდილოეთ კორეაში
Reuters

12 ივლისს ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტა დაახლოებით 74 წუთი ფრინავდა და ჯამში 1 000 კილომეტრი დაფარა. ის იაპონიის წყლების სიახლოვეს დაეშვა.

ბალისტიკური რაკეტის გაშვებამდე ფხენიანი იმუქრებოდა, რომ აშშ-ის ჯაშუშურ თვითმფრინავებს ჩამოაგდებდა მას შემდეგ, რაც, მათი მტკიცებითი, ისინი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა დაემთხვა NATO-ს სამიტს ვილნიუსში, სადაც ქვეყნების, მათ შორის სამხრეთ კორეის, იაპონიისა და აშშ-ს ლიდერები უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის საფრთხის შესახებ სასაუბროდ იკრიბებიან.

სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა რაკეტის გაშვების საპასუხოდ ვილნიუსში ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. 

კომენტარები