რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა გასულ ღამეს 15 უპილოტო საფრენი აპარატიდან 11 გაანადგურეს

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასულ ღამეს 15 ირანული შაჰედის დრონებიდან 11 გაანადგურეს. ამის შესახებ ქვეყნის საჰაერო ძალები ინფორმაციას Telegram-ზე ავრცელებს

"12 ივლისის ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას ირანული შაჰედის დრონებით ჩრდილო-აღმოსავლეთიდან (კურსკი) შეუტიეს. თავდასხმაში სულ 15 კამიკაძე დრონი მონაწილეობდა, მათგან 11 განადგურებულია". - წერია განცხადებაში.

უკრაინის სარდლობის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია 4 უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგები.

ოკუპანტების გუშინდელი თავდასხმის ერთ-ერთი ობიექტი კვლავ უკრაინის დედაქალაქი იყო. კიევის ადმინისტრაციამ რაოდენობის დაკონკრეტების გარეშე აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვამ ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

კომენტარები