კახა ოქრიაშვილი

ოქრიაშვილი: ვიდრე ქვეყანა რუსულ ოცნებას ექნება მიტაცებული, NATO-ს და EU-ს წევრი ვერ გავხდებით

უკვე წელიწადზე მეტია, რუსული ოცნება ქვეყანას გაურკვევლობაში აცხოვრებს: ქართველი ხალხი ვიძინებთ და ვიღვიძებთ ერთი კითხვით -  მოგვანიჭებენ თუ არა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, შევალთ თუ არა ოდესმე ნატო-ში და ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას სრული უსაფრთხოება. 

კანდიდატის სტატუსი, როგორც ასეთი, გარანტირებულ წევრობას არ ნიშნავს - ეს ნიშნავს, რომ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ სახელმწიფო სტრუქტურების მშენებლობის გზაზე და სახელისუფლო განშტოებებს შორის დემოკრატიული ბალანსია, რაც წარმოადგენს ზოგადად დემოკრატიის იდეას და გარანტიას.  

ამ პირობებში, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: ვიდრე ეს სახელმწიფო "რუსულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილის ექნება მიტაცებული, ანუ  სრულყოფილი დემოკრატია არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით! ამ სტრუქტურებში გაწევრიანების მთავარი პირობა სწორედ დემოკრატიაა - ნატო-სა და ევროკავშირში მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნების ადგილია. მეორეს მხრივ, ვერც რუსეთში შეგვათრევენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ევროკავშირი და ნატო სურს! 

გამოსავალი მრავალია, მაგრამ საუკეთესო გამოსავალი ერთია - არჩევნების გზით, პოლიტიკურად უნდა "ჩავრეცხოთ“ აგენტებით გამოტენილი რუსული ოცნება.

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.
 

კომენტარები