რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთი კიევსა და ოდესას დრონებით თავს დაესხა

NATO-ს სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთი 28 კამიკაძე დრონით კიევსა და ოდესას დრონებით თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ირანული წარმოების შაჰედის ტიპის 26 დრონი ჩამოაგდო. ოდესის სამხედრო გუბერნატორის, ოლეგ კიპერის თქმით, ორი დრონი პორტში ადმინისტრაციის შენობას დაეჯახა.

ამასთან, კიევის ოლქში 12 საცხოვრებელი სახლი და ერთ მრავალსართულიანი კორპუსი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა.

"ოდესის პორტის მახლობლად მარცვლეულისა და კიდევ ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც სწრაფად ჩააქრეს და მას მძიმე ზიანი არ გამოუწვევია." - დაწერა კიპერმა Telegram-ის არხზე. 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მიმდინარე თვეში ოკუპანტებმა საჰაერო თავდასხმით უკვე ორჯერ შეუტიეს კიევს.

პარალელურად, ვილნიუსში 11-12 ივლისს NATO-ს სამიტია დაგეგმილი. სამიტზე რუსეთის აგრესიას, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივასა და რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომსაც განიხილავენ.

კომენტარები