გირჩი

გირჩი საპარლამენტო ინიციატივით ყველა კანონში ტერმინ გენდერის გაუქმებას ითხოვს

გირჩი საპარლამენტო ინიციატივით მოითხოვს, ტერმინი – გენდერი ყველა კანონიდან ამოიღონ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გირჩის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.

"ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, რომლის განსხვავება ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული, ქრომოსომების მეშვეობით. ტერმინი გენდერი ამის საწინააღმდეგოდ იმგვარია, რომ მისი ნებისმიერი გამოყენება კანონმდებლობაში ბუნდოვანებას აჩენს. პირველ რიგში, ეს განპირობებულია იმით, რომ არ არსებობს გენდერის მესამე პირის მიერ დადგენადი განმასხვავებელი დამახასიათებლები. შეუძლებელია, რომ მესამე პირმა დაადგინოს,
თუ რა "იდენტობის" მატარებელია ის ადამიანი, ვინც სამყაროს „იდენტობის“ პრიზმით უყურებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ამ ტერმინს მოიცვას, არის ბუნდოვანი და პრაქტიკაში მისი აღსრულება შეუძლებელია". - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

პარტია თვითიდენტიფიცირების შესაძლებლობას აკრიტიკებს და მაგალითისთვის კი ამერიკაში მიმდინარე გენდერული პოლიტიკა მოჰყავთ. 

"ამერიკაში სპორტის რიგ სახეობაში კაცებს ნებართვა მიეცათ, რომ მონაწილეობა მიიღონ ქალების ტურნირებში მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ისინი საკუთარ თავს "ქალებად აიდენტიფიცირებდნენ". შედეგად, ცურვასა და კიდევ რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში, ქალად გამოცხადებული კაცების დომინირება დაფიქსირდა, რასაც ამ დისციპლინების პროფანაცია და განადგურება მოსდევს. მხოლოდ იმიტომ, რომ თავდაპირველად ამ იდენტობის პოლიტიკის ჩვენს კანონმდებლობაში შემოღება სათანადო კრიტიკული დისკუსიის გარეშე განხორციელდა, ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო დაფუძნებულია იმ რწმენაზე, რომ ადამიანს შეუძლია "თვითიდენტიფიცირება", როგორც ნებისმიერი
სქესის თუ არსების წარმომადგენელი, იქნება ეს მამრობითი, მდედრობითი სქესი თუ სხვა „სქესის“ ან სახეობის ნებისმიერი რიგი, ბიოლოგიის გათვალისწინების გარეშე. კერძოდ, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ტერმინი გენდერი განმარტებულია როგორც – "სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე" ანუ
შეიძლება, ითქვას, რომ ვერავინ გაიგებს რამეს, თუ რა არის გენდერი ან თუ როგორ შეიძლება მისი იდენტიფიკაცია, გარდა იმისა, რომ სიტყვაზე ენდო იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ამა თუ იმ სქესს ან არსებას აიდეტინფიცირებ". - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კომენტარები