რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თურქეთი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართ დაბალანსებულ პოზიციას ინარჩუნებს – ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის არსებულ კონფლიქტში თურქეთი სამართლიანი და დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა 8 ივლისის გამოსვლაში ისაუბრა. 

"უკრაინაში ომი წელიწადნახევარია გრძელდება. ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ქვეყანაზე მისი უარყოფითი გავლენა მინიმუმამდე დავიყვანოთ. თუმცა, ფაქტია, რომ თურქეთის მახლობლად ნებისმიერი პროცესი გავლენას ახდენს თურქეთის ეკონომიკაზე". - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, მან თურქეთის კრიზისულ მდგომარეობაში ჩათრევა არ დაუშვა. 


რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვსტალის მცველების უკრაინაში დაბრუნების შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ამ ნაბიჯით თურქეთმა და უკრაინამ შეთანხმების პირობები დაარღვიეს. პესკოვის განმარტებით, შეთანხმება გულისხმობდა, რომ აზოვსტალის მცველები კონფლიქტის დასრულებამდე თურქეთის ტერიტორიაზე უნდა დარჩენილიყვნენ. 

პრესის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება ორმხრივად დარღვეულია, უკრაინისა და თურქეთის მიერ. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით რუსეთი წინასწარ არ გაუფრთხილებიათ.

პესკოვმა თურქეთის გადაწყვეტილება NATO-ს მომდევნო სამიტის მოახლოებასთან დაკავშირებულ წნეხს დაუკავშირა. მისი თქმით, რუსეთს ესმის, რომ თურქეთმა, როგორც ალიანსის წევრმა ქვეყანამ, სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს უკრაინას, თუმცა შეთანხმების პირობების დარღვევა კარგად არავის წარმოაჩენს. 

კომენტარები