ლოს-ანჯელესი

ლოს-ანჯელესის მახლობლად კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, 6 ადამიანი დაიღუპა

Irfan Khan / Los Angeles Times

8 ივლისს ლოს-ანჯელესის მახლობლად კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა

შემთხვევა  4:15 საათზე მოხდა. თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან 152.4 მ სიმაღლეზე იყო, როდესაც ჩამოვარდა და დაიწვა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და პილოტი ადგილზე დაიღუპა. 

ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საავიაციო გამომძიებლის, ელიოტ სიმპსონის თქმით, აეროპორტში თვითმფრინავის დაშვებისთვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები დაცული იყო.

იმავე აეროპორტის მახლობლად, რამდენიმე დღით ადრე, 4 ივლისს კიდევ ერთი ავიაკატასტროფა მოხდა. ჩამოვარდა მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელსაც 4 მგზავრი გადაჰყავდა. დაიღუპა პილოტი და დაშავდა 3 არასრულწლოვანი. 

შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება. 

კომენტარები