რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თქმით, ბახმუტის ფრონტზე გასულ დღეს 1 კილომეტრზე მეტით დაწინაურდნენ

REUTERS/Sofiia Gatilova/File Photo

7 ივლისს ოფიციალური კიევის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღის განმავლობაში ბახმუტის ფრონტზე 1 კილომეტრზე მეტით დაწინაურდნენ.

"იქ ინიციატივა ხელში თავდაცვით ძალებს უჭირავთ, მტერზე ზეწოლას ახდენენ, თავდასხმით ოპერაციებს ატარებენ და ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე წინ მიიწევენ. კონკრეტულად გასული დღის განმავლობაში ერთ კილომეტრზე მეტით დაწინაურდნენ". - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა, სერგიი ჩერევატიმ.

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის ცნობითაც, უკრაინული ჯარები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ და გარკვეულ ტერიტორიებს იბრუნებენ.

უკრაინელებმა "ნაწილობრივ" წარმატებას მიაღწიეს ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სოფელ კლიშჩივკასთანაც. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, სოფლის დაბრუნება უკრაინულ ძალებს ქალაქ ბახმუტის გათავისუფლებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

კომენტარები