ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 10 ივლისამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 ივლისს დასავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ზოგან +35, +37 გრადუსამდე მოიმატებს. 8-9 ივლისს ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 10 ივლისამდე შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა (+30, +35 გრადუსი). ზოგან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა.

ქ. თბილისში მხოლოდ 7 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები