რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზბიგნევ რაუ: ზაპოროჟიეს სადგურზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატური პასუხი გვექნება

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში ვარშავას პასუხი "ადეკვატური" ექნება. 

"ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ". - თქვა რაუმ.

მინისტრმა დასძინა, რომ ასეთი დარტყმა NATO-ს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე იქონიებს გავლენას.

"ამიტომ, ამას შესაბამისი რეაგირება დასჭირდება. ნუ ელით, რომ ზუსტად გეტყვით, რა იქნება ეს პასუხი". - აღნიშნა მან.

აქამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღნიშნეს, რომ რუსებმა, შესაძლოა, მალე დაიწყონ მზადება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციებისთვის - მათ ორი ელექტროსადგურის სახურავებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების მსგავსი ობიექტები განათავსეს.

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში, მას შედეგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვება.

კომენტარები